ბრიტანული კომპანია Vaccitech-ი მსოფლიოს უნივერსალურ გრიპის ვაქცინაზე კლინიკურ ცდებს ატარებს.
ამგვარი ვაქცინის შექმნა არის მიზანი, რომლის განხორციელება მასიურ სარგებელს მოუტანს გლობალურ საზოგადოებრივ ჯანდაცვას და ყოველწლიური ინექციების საჭიროებას აღმოფხვრის.
საკითხი აქტუალურია, ვინაიდან სწორედ ახლა ჩვენს პლანეტაზე მწვავე გრიპის სეზონია.
მიზეზი, რის გამოც ყოვეწლიური აცრა გვჭირდება, ვირუსის მუტაციური ხასიათია, შტამების გარკვეული ნაწილი კი გარემოში მუდმივად არსებობს.
გლობალური კოორდინაცია საშუალებას აძლევს ეპიდემიოლოგებს შექმნან ვაქცინა ყველაზე გავრცელებული შტამების წინააღმდეგ.
ამ მეთოდს წარმატების განსხვავებული დონეები აქვს და დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ იცვლება ვირუსი ვაქცინის შექმნის პერიოდში, რასაც, შესაძლოა რამდენინე თვე დასჭირდეს.
ბუნებრივია, უფრო მარტივია, გაიკეთო ერთი „უნივერსალური“ ვაქცინა, რომელიც შტამების უმეტესობისგან დიდი ხნით დაგიცავს და როგორც ჩანს ოქსფორდის უნივერსიტეტის კერძო სპინოფი Vaccitech-ი ამ მიზანს სულ უფრო უახლოვდება.
კომპანიამ უკვე დაიწყო 2-წლიანი ფაზა 2-ის კლინიკური ცდა უნივერსალურ გრიპის ვაქცინაზე.
Vaccitech-ის დაპატენტებული ვაქცინა – MVA-NP+M1 უსაფრთხოებაზე 145 ადამიანზე დატესტეს. შემდეგი ნაბიჯი იმის გარკვევაა, ნამდვილად იცავს თუ არა ის ადამიანებს გრიპისგან.
რატომ არის ასე რთული უნივერსალური გრიპის ვაქცინის შექმნა? თუ გრიპის ვირუსს მიკროსკოპით დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ ის შეიცავს ორ სახის ცილებს – ჰემოგლუტინინს და ნეიმარმინიდსს – ისინი ვირუსს ახლავს თან და იწვევს ინფექციას.
ეს ორი სწრაფად ცვალებადი ცილაა, რომლებიც მეცნიერებს თავსატეხს უჩენს.
მკვლევარები ვარაუდობენ, რომ MVA-NP + M1 -მა ჩვეულებრივი გრიპის ვაქცინებისგან განსხვავებულად უნდა იმოქმედოს. ის გამიზნულია იმ T- უჯრედების გასაძლიერებლად, რომლებიც გრიპს უკვე იცნობენ და ამისათვის ვირუსის შიდა მასალას იყენებს.
ამჟამად ვაქცინის ეფექტურობას 862 ადამიანზე ცდიან, მათი ასაკი 65 წლიდან იწყება. მეცნიერები ვარაუდობ ენ, რომ ცდა 2019 წლის ოქტომბრისთვის დასრულდება.
ექსპერტების განმარტებით, თუკი ყველაფერი კარგად წარიმართება, MVA-NP+M1-ი ბაზარზე 5-7 წელში გამოჩნდება.
წყარო: http://www.sciencealert.com
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”