ეს ერთ–ერთი ყველაზე უცნაური და დაუჯერებელი ისტორიული ფოტოა, რომელიც 1889 წელს სირიაშია გადაღებული.
მასზე ასახული არიან უსინათლო მუსლიმი – მუჰამედი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ჯუჯა, ქრისტიანი – სამირი. სამირი მუჰამედზეა დამოკიდებული, რადგან მხოლოდ მისი მეშვეობით შეუძლია ქალაქის ქუჩებში გადაადგილება.
თავად მუჰამედსაც სჭირდება სამირის დახმარება, რადგან სწორედ მისი თვალების მეშვეობით შეუძლია სიარული წინააღმდეგობის გარეშე. ორივე ობოლი იყო და თავიანთი ძალები გააერთიანეს, რომ სასტიკ სამყაროში გადარჩენილიყვნენ.
ლეგენდის თანახმად, როცა სამირი გარდაიცვალა, უსინათლო მუსლიმანი მუჰამედი ისეთი დათრგუნული იყო, ერთ კვირაში დარდით თავადაც გარდაიცვალა.
სამირსა და მუჰამედს შორის ურთიერთობა ბევრს შეახსენებს, თუ როგორი იყო სირია უახლოეს წარსულში – სახელმწიფო, რომელშიც ყველა ხალხისა და კონფესიისთვის მოიძებნებოდა ადგილი.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“