close
ასტრონომია - კოსმოსი

უცხოპლანეტელების ნაკვალევი მთვარეზე თუ ენთუზიასტების მორიგი ილუზია?

,,UFO hunter-ის” გუნდი უცნაურ ფოტოს ავრცელებს, რომელზეც ასახულია მართკუთხა ფორმის ნაკვალევი მთვარის ზედაპირზე.

უცხოპლანეტელების ენთუზიასტების პროგნოზით, ეს შესაძლოა საიდუმლო გვირაბის შესასვლელი იყოს.

ფოტო Apollo 15-ის მიერა 1971 წლის ივლის-აგვისტოში განხორციელებული ექსპედიციის დროსაა გადაღებული.

,,ისინი შენობებს ჰგავს, შესაძლოა ხელოვნური წარმოშობისაც იყოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ვიღაცამ ააგო და მთვარეზე განათავსა,“ – აცხადებს ,,UFO hunter-ის” ერთ-ერთი წევრი – ტაილორ გლოკნერი.

გლოკნერი, რომელსაც კოსმოსური სიცოცხლის მტკიცედ სჯერა, აცხადებს, რომ ეს ფორმები მანამდე მთვარეზე არავის უნახავს. რამდენიმე თვის წინ გლოკნერმა და მისმა გუნდმა განაცხადა, რომ Google Earth-ის თანამგზავრული ფოტოების მეშვეობით მათ სამხრეთ პოლუსზე, ერთ-ერთ მღვიმეში უცხოპლანეტელების დამალული ხომალდი იპოვნეს და განაცხადეს, რომ მათი „აღმოჩენა“ „საიდუმლო ტექნოლოგიის საბოლოო მტკიცებულებაა.“

ამას მოჰყვა კიდევ ერთი საკამათო მტკიცება იმის შესახებ, რომ ანტარქტიდაზე გიგანტური კიბე არსებობს. ფოტომ, რომელიც, სავარაუდოდ, ანტარქტიდის სატელიტური გამოსახულებაა, იმ მეცნიერებს, რომლებსაც უცხოპლანეტელების არსებობის სჯერათ, იმის თქმის საფუძველი მისცა, რომ უცხოპლანეტელები დედამიწას სტუმრობენ.

 

წყარო:  Dailymail

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : sld