close
ეს საინტერესოასაქართველოტექნოლოგიები

უვიზო მიმოსვლის დღეების მთვლელი მობილური აპლიკაციის პრეზენტაცია გაიმართება

იუსტიციის სამინისტრო ახალი სერვისის – უვიზო მიმოსვლის დღეების გამომთვლელი მობილური აპლიკაციის Schengen/EU App-ის პრეზენტაციას გამართავს.

,,სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში“ მობილური აპლიკაციის პრეზენტაციას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი 27 თებერვალს გამართავს.

მობილური აპლიკაცია მოქალაქეებს აძლევს საშუალებას, ჩაინიშნონ შენგენის, ევროკავშირის ზონაში გატარებული დღეები და გამოითვალონ დარჩენილი დღეების რაოდენობა, რათა უნებურად არ დაარღვიონ უვიზო მიმოსვლის წესები.

აპლიკაციის დახმარებით შესაძლებელი იქნება: შენგენის ზონაში მოგზაურობის ისტორიის შენახვა (მათ შორის, ქვეყნების მითითებით); დარჩენილი დღეების რაოდენობის გამოთვლა; კონკრეტული მოგზაურობის ან მოგზაურობის ისტორიის ამსახველი ვიზუალური ინფორმაციის გაზიარება სოციალურ ქსელებში.

საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის შესაძლო ამოქმედებასთან დაკავშირებული პრობლემა დღის წესრიგში ევროკომისიის დასკვნის შემდეგ დადგა. ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებიდან 10 თვის შემდეგ საქართველომ პირველი გაფრთხილება მიიღო. მთავარ გამოწვევად თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდა დასახელდა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid