უინსტონ ჩერჩილის მიერ დაწერილი ახლად აღმოჩენილი ესე ცხადყოფს, რომ ბრიტანეთის ომის დროინდელი ლიდერი სხვა პლანეტებზე სიცოცხლის არსებობას ვარაუდობდა.
11-გვერდიანი ნარკვევი სათაურით -„ვართ თუ არა მარტო სამყაროში?“ 1939 წელსაა დაწერილი, ხოლო იგი 1950-იან წლებში განახლდა, ასტრონავტების მიერ პირველი ეგზოპლანეტების აღმოჩენამდე (1990 წელი) რამდენიმე ათეული წლით ადრე.
აღსანიშნავია, რომ ჩერჩილი სხვა პლანეტებზე სიცოცხლის არსებობის დამტკიცებას მეცნიერულად ცდილობს.
სხვა პლანეტებზე სიცოცხლის აღმოჩენაზე „ნადირობა“ ბოლო ოცი წელია მიმდინარეობს. დაკვირვების შედეგებზე დაყრდნობით ვარაუდობენ, რომ ე.წ. მილქი ვეი ( რძიანი გზა) შესაძლოა მილიარდზე მეტ დედამიწის ზომის ისეთ პლანეტას მოიცავდეს, რომელზეც სიცოცხლის არსებობისთვის საჭირო პირობებია.
ჩერჩილს მსგავსი ვარაუდი ჯერ კიდევ 80 წლის წინ ჰქონდა. „ის ფაქტი, რომ ასობით ათასობით ნისლი არსებობს, თითოეული მათგანი კი ათასობით მილიონ მზეს შეიცავს, აჩენს უდიდეს შანსს, რომ სამყაროში უამრავი პლანეტაა, რომელზეც სასიცოცხლო პირობებია,“ – წერს ჩერჩილი.
ის აცნობიერებდა სიცოცხლის არსებობისთვის თხევადი წყლის მნიშვნელობას აღნიშნავდა რა, რომ შესაფერის პლანეტაზე უნდა ყოფილიყო ტემპერატურა, რომელიც იქნებოდა „ყინვასა და მდუღარე წყლის ტემპერატურას შორის.“
ჩერჩილს, სავარაუდოდ, აღნიშნული ესეს გაზეთში გამოქვეყნება სურდა, თუმცა ის არსად დაბეჭდილა. ნარკვევი შარშან მისურის შტატის ქალაქ ფულტონში მდებარე ჩერჩილის სახელობის ეროვნული მუზეუმის არქივში აღმოაჩინეს და ექსპერტიზისთვის ასტროფიზიკოს მარიო ლივიოს გადასცეს.
აღსანიშნავია, რომ ჩერჩილი დიდ პატივს სცემდა მეცნიერებსა და მეცნიერებას, ის იყო პირველი პრემიერ-მინისტრი, რომელმაც მეცნიერების მრჩეველი დანიშნა.
წყარო: REUTERS
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”