,,დოქტრინა” გთავაზობთ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრისა და პოლიტიკის ისტორიაში ერთ-ერთი გამოჩენილი ფიგურის – იუნსტონ ჩერჩილის ბრძნულ გამონათქვამებს:
- თუ ჯოჯოხეთში მიდიხართ – იარეთ, გაუჩერებლად.
- მტრები გყავს? კარგია. ესეიგი, ცხოვრებაში სადღაც, რაღაც მაინც დატოვე.
- ნებისმიერი კრიზისი ახალი შესაძლებლობების დასაწყისია.
- ჭკვიანი ადამიანი არ უშვებს ყველა შეცდომას თვითონ – ის სხვებსაც აძლევს შანსს.
- დემოკრატიის წინააღმდეგ საუკეთესო არგუმენტი – 5-წუთიანი საუბარი საშუალო აზროვნების ამომრჩეველთან.
- წარმატება – ეს შესაძლებლობაა, გადააბიჯო ერთი წარუმატებლობიდან მეორემდე, ენთუზიაზმის დაკარგვის გარეშე.
- ფარშევანგი ადის მაღლა, როცა მიფრინავს ქარის საწინააღმდეგოდ და არა მისი მიმართულებით.
- სულელია ის ადამიანი, რომელიც არასდროს არ ცვლის მოსაზრებებს.
- როცა არწივები დუმან, თუთიყუშები ტლიკინებენ.
- ძალაუფლება – ნარკოტიკია. ვინც ერთხელ მაინც გასინჯა – ყველა მოიწამლა სამუდამოდ.
- ცხოვრების განმავლობაში ყველა ადამიანი აწყდება “დიდებულ შანსს”. სამწუხაროდ, უმეტესობა ჩვენგანი საერთოდ არ აქცევს მათ ყურადღებას და გზას აგრძელებს, თითქოს არაფერი მომხდარა.
- არ ისურვოთ ჯანმრთელობა და სიმდიდრე, ისურვეთ იღბალი, ტიტანიკზე ხომ ყველანი მდიდრები და ჯანმრთელები იყვნენ, მაგრამ იღბლიანი მხოლოდ რამდენიმე აღმოჩნდა!
- ტყუილი ასწრებს ნახევარი მსოფლიოს შემოვლას, მაშინ როცა სიმართლე იცვამს შარვალს.
- პოლიტიკა ისეთივე სახიფათო და მძაფრია, როგორც ომი. ომში შეიძლება მოგკლან მხოლოდ ერთხელ, ხოლო პოლიტიკაში რამდენიმეჯერ.
- ჩემი გემოვნება ძალიან მარტივია. ადვილად მაკმაყოფილებს მხოლოდ საუკეთესო.
- გინდათ, რომ კამათში თქვენი სიტყვა იყოს ბოლო? მაშინ უთხარით ოპონენტს – ,,ვგონებ, თქვენ მართალი ბრძანდებით”.
- დიდ უპირატესობას იღებს ის, ვისაც საკმარისად ადრე აქვს დაშვებული შეცდომები, რომლებზეც შეიძლებოდა ესწავლა.
- ადამიანებს შესანიშნავად შეუძლიათ შენახვა საიდუმლოების, რომლებიც არ იციან.
- მიყვარს ღორები. ძაღლები ქვემოდან ზემოთ გვიყურებენ, კატები – ზემოდან ქვემოთ. მხოლოდ ღორები გვიყურებენ თანაბრად.
- ომი – მოვლენა, რომლის დროსაც სხვისი ინტერესების გამო, იხოცება საერთოდ უდანაშაულო ხალხი.
- ცხოვრების ყველაზე დიდი გაკვეთილი ის არის, რომ ხანდახან სულელებიც მართლები არიან.
- ბევრად უფრო ადვილია ადამიანის ყიდვა, ვიდრე მისი მოკვლა, და საერთოდ ბევრად უფრო კარგია იყო ნაყიდი, ვიდრე მოკლული.
- ერის მართვა უფრო ადვილია, ვიდრე ოთხი შვილის გაზრდა.
- ჩვენ ვცხოვრობთ დიდი მოვლენების და პატარა ადამიანების ეპოქაში.
- ვერაფრით მოიხვეჭ იმდენ ავტორიტეტს, როგორც სიმშვიდით.
- ამერიკელები ყოველთვის პოულობენ ერთ სწორ გადაწყვეტილებას. მას შემდეგ, რაც გამოცდიან ყველა სხვას.
- ისწავლეთ ისტორია, ისწავლეთ ისტორია. ისტორიაში იპოვით ყველა პოლიტიკურ საიდუმლოს.
- საუკეთესო საშუალება გააფუჭო ურთიერთობები – დაიწყო მათი გარკვევა.
- პარლამენტის მიზანი – შეცვალოს მუშტებით ბრძოლა, სიტყვებით.
- როცა ორი ჩხუბობს – იმარჯვებს მესამე.
- თუ მოკლავთ მკვლელს, მკვლელების რაოდენობა არ შეიცვლება.
- პესიმისტი ხედავს სირთულეს ყველა შესაძლებლობაში. ოპტიმისტი ხედავს შესაძლებლობას ყველა სირთულეში.
- ვერასდროს მიაღწევთ დანიშნულების ადგილს, თუ გზაში ყველა მყეფარე ძაღლს ქვებს დაუშენთ.
- ერმა, რომელიც ივიწყებს წარსულს, კარგავს მომავალს.
- ყველაზე დამაბრმავებელ სინათლესაც კი აქვს ჩრდილები.
- მე ოპტიმისტი ვარ. ვერ ვხედავ განსაკუთრებულ სარგებელს, რომ ვიყო სხვა რამ.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”
გაზიარება: