შვედურმა ავტო მწარმოებელმა კომპანია Volvo-მ გამოაცხადა, რომ 9 ნოემბერს წარმოადგენს ელექტრო ავტომობილს, Ex90-ს, რომელიც აღჭურვილი იქნება LiDAR და CAR სენსორებით, რათა დაადგინონ, თუ როდის არის მძღოლი დაბნეული, ნასვამი, ან – ეძინება.
მძღოლის ყურადღებიდან გამომდინარე, EX90 შეძლებს ზომების მიღებას საჭიროების შემთხვევაში. თუ მძღოლი დაბნეულია და ყურადღება გაფანტული აქვს, კამერები რეაგირებას მოახდენს და ავტომობილი გასცემს გაფრთხილებას იმ მიზნით, რომ მძღოლმა გზას ყურადღება მიაქციოს, თუ მძღოლი რეაგირებას არ მოახდენს, მანქანა დაიწყებს შენელებას, საბოლოოდ კი სულ გაჩერდება და ავარიული ციმციმა ჩაირთვება.
“ჩვენი კვლევა აჩვენებს, რომ მხოლოდ იმაზე დაკვირვებით, თუ სად იყურება მძღოლი, რამდენ ხანს და როგორ ხუჭავს თვალებს ბევრი რამის თქმა შეგვიძლია. კვლევის შედეგებზე დაფუძნებული გამოთვლებით, სენსორული სისტემა საშუალებას იძლევა ავტომობილმა „დადგინოს“ , არის თუ არა მძღოლის უნარი დაქვეითებული, ძილიანობის, კონცენტრაციის პრობლემის, გაფანტულობის და სხვა მიზეზის გამო“, – აღნიშნა Volvo-ს უსაფრთხოების ექსპერტმა, ემა ტივესტენმა.
კომპანიის განცხადებაში განმარტებულია, რომ თვალის სხვადასხვა მდგომარეობა მძღოლის სხვადასხვა მდგომარეობაზე მიანიშნებს, მაგალითად თუ მძღოლი გზას ძალიან ცოტა ხანს უყურებს შესაძლოს ის ავტომობილის მართვისას მოკლე ტექსტურ შეტყობინებას წერდეს, თუ ის პირიქით, ხანგრძლივად მიჩერებია გზას, შესაძლოა იმის ნიშანი იყოს, რომ გაფანტულია და მართვის დროს ყურადღება სხვა რამეზე აქვს გადატანილი.
Volvo-ს ავტომობილების ეს ახალი სისტემა „მძღოლების გაგების სისტემის“ სახელითაა ცნობილი.
წყარო : futurism.com
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“