close

შვედურმა ავტომწარმოებელმა კომპანია “ვოლვომ” ავტონომიური ავტომობილის ახალი 360C კონცეფცია წარმოადგინა. ეს გახლავთ 100 პროცენტით ავტონომიური მანქანა პლუს მობილური რელაქსაცია, რომელიც ითვალისწინებს მგზავრობისას ნაკლებ ჯდომას, მეტ კომფორტს და სოციალურ სივრცეს.

შვედური ავტომწარმოებელი კომპანიის მიზანია 360c -ის საშუალებით “უსარგებლო და მოსაწყენი მგზავრობა სასარგებლო და სასიამოვნო წუთებად ან საათებად აქციოს.” მეტიც, “ვოლვოს” სურს ახალი ტიპის ავტონომიურმა ავტომობილმა მოკლე მანძილზე ფრენების დროს თვითმფრინავი ჩაანაცვლოს.

კომპანიის კორპორაციული სტრატეგიის ხელმძღვანელის მარტინ ლევენსტანის განცხადებით 360c არის იმის დემოსნტრირება, თუ როგორ შეცვლის ავტონომიური ავტომობილები ზოგადად ავტოსამყაროს რომელსაც ჩვენ აქამდე ვიცნობდით.

360C კონცეფცია ითვალისწინებს ავტომობილში დასაძინებელი გარემოს, მობილური ოფისის, მისაღები ოთახისა და გასაართობი სივრცის შექმნას.

ავტონომიური მანქანის შექმნის იდეა, რასაკვირველია, ახალი არაა და ამაზე არაერთი ავტომწარმოებელი კომპანია მუშაობს, თუმცა ამბიცია, ავტომობილმა მოკლე მანძილზე ფრენები ჩაანაცვლოს, განსხვავებულად და უფრო მეტად ფუტურისტულია.

წყარო:   www.topgear.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

გაზიარება:
fb-share-icon0