,,Google-ის” ყოფილი მენეჯერი, მარისა მეიერი, ექვსი თვის ორსული იყო, როცა ,,Yahoo-ს” ჩაუდგა სათავეში.
ამ წლების განმავლობაში ,,Yahoo-ს” აღმასრულებელი დირექტორი ტექნოლოგიური კომპანიის განვითარებაზე თავდაუზოგავად ზრუნავს.
გამოცემა „ფორბსი“ მარისა მეიერის ბიზნესწესებს გთავაზობთ:
- ხშირად ადამიანები სწორად არ აფასებენ რთულ შრომას. დიდი ძალისხმევაა საჭირო იმისთვის, რომ წარმატებული გახდე.
- ,,Yahoo-ში” მუშაობის დაწყებისთანავე ჯერ ადამიანებით დავკავდი. მინდოდა, თითოეულ მათგანს ეგრძნო, რომ საუკეთესო კომპანიაში მუშაობენ.
- როცა აღმასრულებელი დირექტორი ხარ, ძალიან მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა. ყველამ უნდა იცოდეს, რას ვფიქრობ, რა მოტივი მამოძრავებს – ეს ორგანიზაციას მეტ სტაბილურობას მოუტანს.
- ჩემს აზრებს თითქმის ყოველთვის გამოვთქვამ, მაგრამ არა – ყოველთვის, რადგან მინდა სხვებსაც მოვუსმინო.
- კოლეგებში ყველაზე მეტად სწორი გადაწყვეტილებების მიღების, სწორი არჩევანის გაკეთების უნარს ვაფასებ.
- ბედნიერება და წარმატება ერთმანეთის გვერდით არიან. ჩემთვის ბედნიერება – ეს წარმატებაა.
- ფემინისტი არ ვარ, მაგრამ, რა თქმა უნდა, თანასწორობის მომხრე ვარ. მსოფლიოში არც ისე ბევრ ქალს უკავია ბიზნესში ხელმძღვანელი პოზიციები. იმისათვის, რომ მათი რიცხვი გაიზარდოს, საჭიროა, სისტემური და კულტურული ცვლილებები.
- ბავშვთან ერთად ჩემთვის ცხოვრება უფრო გამარტივდა. ყველაფერი უფრო იოლად დასაძლევი მეჩვენება. თუმცა, სხვები პირიქით მეუბნებოდნენ.
- ყოველთვის ვიბრძვი სტერეოტიპების წინააღმდეგ.
- ზოგიერთი ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ძილია.
მასალა მოამზადა: ციცი კიკვაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”
გაზიარება: