მეცნიერებმა შექმნეს ჭკვიანი ხელთათმანი, რომელიც კიდურების სისუსტის მქონე პაციენტებს საშუალებას მისცემს, ხელახლა ისწავლონ ფორტეპიანოზე დაკვრა.
ისინი, ვისაც ინსულტი აქვთ, შესაძლოა სრულიად ვერ ახერხებდნენ ხელების, თითების ან მაჯის მოძრაობას.
ხელთათმანი იყენებს ხელოვნურ ინტელექტს, შეხების სენსორებს და მოძრავ კომპონენტებს, სახელწოდებით აქტივატორებს, ხელის ბუნებრივი მოძრაობების მიბაძვის მიზნით, რათა პაციენტებმა შეძლონ მანუალური დავალებების ხელახლა სწავლა.
მკვლევარები ამბობენ, რომ ხელთათმანი მის მფლობელს „ასწავლის“ იგრძნოს განსხვავება სწორ და არასწორ მოძრაობებს შორის. ხელთათმანს შეუძლია აღმოაჩინოს, სად შეცდა ადამიანი, რომელსაც ის უკეთია. ეს კი ამ ადამიანს საშუალებას აძლევს, გააუმჯობესოს ქმედება.
„აღმოვაჩინეთ, რომ ხელთათმანს შეუძლია ისწავლოს ფორტეპიანოს სწორი და არასწორი დაკვრის გარჩევა. ეს ნიშნავს, რომ ის შეიძლება იყოს ღირებული ინსტრუმენტი იმ ადამიანების პერსონალიზებული რეაბილიტაციისთვის, რომლებსაც სურთ ხელახლა ისწავლონ მუსიკის დაკვრა,” – განაცხადა ფლორიდის ატლანტიკური უნივერსიტეტის პროფესორმა, დოქტორმა ერიკ ენგბერგმა.
მკვლევარები განმარტავენ, რომ ხელთათმანის სიზუსტის გასაუმჯობესებლად და იმისთვის, რომ ის უფრო მეტად ადაპტირებული იყოს, შემდგომი სამუშაოა საჭირო. ამასთან, ისინი იმედოვნებენ, რომ მომავალში ინსულტის მქონე პაციენტები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ამ ხელთათმანს ხელის ფუნქციის აღსადგენად გამოიყენებენ.
წყარო : news.sky.com
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”